” დავით გარეჯის თემა საკეთილდღეოდ გადაწყდება” – აზერბაიჯანის ელჩი

თბილისში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, სასტუმრო “ბილტმორში” აღნიშნეს. აზერბაიჯანის ელჩმა დურსუნ ჰასანოვმა განაცხადა, რომ დავით გარეჯის თემა “საკეთილდღეოდ გადაწყდება”.  ამის შესახებ განცხადება ელჩმა  ღონისძიებაზე განაცხადა.

„აზერბაიჯანი და საქართველო მეგობრები და ძმები არიან. ჩვენ ძმური და მეგობრული თანამშრომლობა დიდი ხანია არსებობს და მრავალი საუკუნე  გაგრძელდება. დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები მუშაობენ ასევე საგარეო საქმეთა უწყებებიც მუშაობენ და ძალიან ბევრი შეხვედრა იმართება მესაზღვრეებსა და დიპლომატებს შორის. ყველა საკითხი მოგვარდება. საქართველო და აზერბაიჯანი ძმები არიან და ეს თემა ორი ქვეყნის კეთილი ურთიერთობის სასარგებლოდ გადაწყდება. სადემარკაციო კომისია მუშაობას აგრძელებს და მას საშუალება უნდა მივცეთ, ყველა კითხვას გასცეს პასუხი. დარწმუნებული ვარ და თქვენც გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება“- განაცხადა ელჩმა