დავით გარეჯში აზერბაიჯანელებმა გზის გაყვანა დაიწყეს (ვიდეო)

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
მისი ცნობით, ჩიჩხიტურის კოშკთან მიმდინარეობს გზის გაყვანა აზერბაიჯანის მხრიდან. მობილიზებულია გზის სამშენებლო ტექნიკა და შეუჩერებლად მუშაობენ.

“ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან.გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ. ეს ყველაფერი იმის ფონზე როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ უბრალოდ ასვლის უფლებასაცკი, მიმდინერე მოლაპარაკებების გამო..მივმართავ მათ ვისაც ხელეწიფება ამ ინფორმაციაზე წვდომა, გაგვაგებინეთ რა ხდება!!! რა გზას აშენებს სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანი?” -წერს ადგილობრივი გიდი ზვიად ანანიაშვილი საკუტარ ფეისბუქ გვერდზე.