დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ ბილიკის გამაგრება დაიწყო – სასულიერო პირი

უდაბნოს მონასტერთან მომლოცველებს და ადგილობრივებს არ უშვებენ. დავით გარეჯში ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით აზერბაიჯანულმა მხარემ ბილიკის გამაგრება დაიწყო –  ამის შესახებ  დავით გარეჯში მცხოვრებმა სასულიერო პირმა განაცხადა.

მისი თქმით, ბილიკს აკეთებენ იმ გზის მიმართულებით, რომელიც ტრაქტორებით გაიყვანეს. მისი განცხადებით, აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებმა ტომრებით მიიტანეს ქვები და ტერიტორიაზე დაყარეს.