ანტისაოკუპაციო მოძრაობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ სამხედრო წვრთნები დაიწყო. როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ ფეისბუქ გვერდზე დაწერა ისმოდა სროლა მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. მოგვიანებით ქაცარავამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ინტენსიური სროლის ხმა შეწყდა, თუმცა ის მანამდე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” საპატრულო ჯგუფები დავით გარეჯში დღეს დილიდან ჩავიდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქედზე მდებარე უდაბნოს ტაძრის კელიებში არ შეუშვეს.