გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა და ბოდიში მოიხადა. კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, შესაძლოა პროკურატურასა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს და მოსამართლემ დავით კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.
როგორც დავით კირკიტაძემ განაცხადა, ის პატივს სცემს პოლიციის ინსტიტუტს. “მე ბოდიშს ვუხდი პოლიციელებს, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა კირკიტაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 4–დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ ხნის მანძილზე ის წინასწარ პატიმრობაშია.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დაცვის მხარის მოთხოვნით ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა.