{{ARTICLEIMAGE}}
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს დავით კირკიტაძეს ბრალს ხვალ წარუდგენენ”, ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ავრცელებს. ადვოკატი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი დავით კირკიტაძის მონახულებას გეგმავს. მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოებიდან არავინ დაკავშირებია და ბრალდების შინაარსი მათთვის ცნობილი არ არის, თუმცა დავით კირკიტაძე არ ეთანხმება დაკავების კვალიფიკაციას და პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, გამოძიების ფარგლებში იგი 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა.