{{ARTICLEIMAGE}}
20 დეკემბერს ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო, კირკიტაძე მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა პატიმრობაში დატოვა. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პოლიციელზე ძალადობას ედავებიან.
დაცვის მხარე მიიჩნევს რომ კირკიტაძის პატიმრობაში დატოვება მოსამართლის მხრიდან დაუსაბუთებელი და უკანონოა. ადვოკატმა ალექსანდრე მგელაძემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა.
„გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. უფრო მეტიც, ეს ორმაგი სტანდარტი არის, შერჩევითი სამართალი არის, მაშინ, როდესაც იგივე ფაქტთან დაკავშირებით, ზუსტად იგივე მუხლით შეეფარდა გირაო სხვას, დავით კირკიტაძის მიმართ გამოყენებული არის პატიმრობა. სააპელაციო საჩივარში სრულად გვაქვს დასაბუთებული თუ რა ნორმები არის სისხლის სამართლის პროცესის დარღვეული და შესაბამისად, მაქვს მოლოდინი იმის, რომ მიიღებს წარმოებაში და შეცვლის გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ალექსანდრე მგელაძემ.