{{ARTICLEIMAGE}}
“ნაციონალურ მოძრაობის” წევრს გიორგი ბარამიძეს მოლოდინი აქვს, რომ გურჯაანის სასამართლო დღეს დავით კირკიტაძეს პატიმრობას შეუფარდებს. ბარამიძის თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ შიგნიდან დაანგრიოს “ნაციონალური მოძრაობა”, თუმცა ბარამკიძის აზრით, ასეთი ნაბიჯები ხელისუფლებას დაასუსტებს და პირიქით, მას მოუწევს ძალაუფლების დათმობა მშვიდობიანი გზით.
“ეს არის ნერვების თამაში, ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო”, – ასე ამცნო გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 19 დეკემბერს, გურჯაანში, სასამართლოსთან შეკრებილებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული წევრის დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დღეს ჩაინიშნა. დღის განმავლობაში ოპოზიცია სასამართლოსთან აქციას მართავდა და პროტესტის ანალოგიურ ზომას ამ წუთებშიც მიმართავს.
ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს დავით კირკიტაძეს ბრალი დღეს წარუდგინეს”, პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას ედავება. ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ავრცელებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ კირკიტაძე მშრალ შიმშილობას იწყებს.
“ბრალდების შინაარსში წერია, რომ ინაუგურაციაზე უცხოელი სტუმრებისა და უამრავი სტუმრის გამო პოლიციის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გადაკეტილიყო კონკრეტული მაგისტრალი, რის გამოც მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ხელის და ფეხის დარტყმით ფიზიკური დაზიანება”,ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, გამოძიების ფარგლებში იგი 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა, რაც ჯარიმას ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროცესი დღეს 10:30 საათზე გაიმართება.