დღეს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
მოსამართლემ პროცესების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს 4 თანამშრომელი დაიკითხა, რომლებიც ველისციხის ინციდენტთან არიან დაკავშირებულები.
გამოძიების მასალების მიხედვით, სასამართლოზე დაახლოებით 80-მდე პირის გამოკითხვა უნდა მოხდეს.
დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში კირკიტაძის სასამართლო პროცესის დახურვა ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ საზოგადოებისთვის არ გახდეს ცნობილი, როგორ მიმდინარეობს პროცესი.
ადვოკატის განცხადებით, პროცესზე ადგილი ჰქონდა მოწმეთა მხრიდან ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს, რაც დარბაზში ადეკვატურ რეაქციებს იწვევდა, შესაბამისად დარბაზში ხმაურის გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს იყო.
გიორგი კონდახიშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე სხდომის გახსნის შუამდგომლობას დააყენებს და იმედოვნებს, რომ მოსამართლე გაითვალისწინებს.
შემდეგი სასამართლო პროცესი 12 აპრილს 11:00 საათზეა ჩანიშნული.
კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო 2018 წლის 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავეს.