დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში  დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მოსამართლემ პროცესის გახსნის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, პროცესების დახურულ რეჟიმში გამართვის არავითარი  სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების განხილვა და მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

დავით კირკიტაძის  სასამართლო სხდომა 3 აპრილს  დაიხურა. მიზეზი დამსწრე საზოგადოების მხრიდან  ხმაურიდა სიცილი გახდა. სხდომის დახურვამ   „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პროტესტი გამოიწვია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 2018 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.