“დავით სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს”- ქართველი მხატვრის პროტესტი

“დავით სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს”, მწერალთა სახლის შესასველთან   ახალი სტენსლი გამოჩნდა სადაც ცნობილი მეცენატი ჩემოდნით ტოვებს  ეზოს. ეს  მწერალთა სახლში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. 

ნახატის ავტორი ქართველი ქუჩის მხატვარი გიორგი გაგოშიძეა მეტსახელად “გაგოშა’. 

აღსანიშნავია რომ მწერალთა სახლი ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის ფუძემდებელმა დავით სარაჯიშვილმა 1903-1905 წლებში ააგო.  სახლი გერმანელი არქიტექტორის კარლ ცაარის დაპროექტებულია. 

„ტფილისის ჰამქარის“ წევრი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი აღნიშნულ ნახატს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება, ის წერს რომ ახალი ხელმძღვანელობა  შეშფოთბულია და  კამერების ნახვას აპირებენ რათა გაიგონ თუ ვინ ჩაიდინა და ვინ დააზიანა კულტურული ძეგლი. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაურეკა  ცირა ელისაშვილს რათა გაერკვიათ ვინ დააზიანა კულტურული ძეგლი თუმცა ცირა ელისაშვილმა განაცხადა რომ ეს არ არის ძეგლის დაზიანება ეს არის დღევანდელი რეალობა ხოლო მათ  დაზიანებები სხვაგან უნდა  ეძებონ. 

“დავით სარაჯიშვილი მაჩაბლის ქ. #13-დან მიდის!როგორი სიმბოლური სტენსილია. დღეს გადავიღე..შეშფოთებულია ახალი ხელმძღვანელობა, ვინ გააკეთაო, კამერები უნდა ვნახოთო, ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და ძალიან უნდოდა მეთქვა, რომ ეს არის ძეგლის დაზიანება.არა, აბტონო! შენობის გვირაბში წასასვლელად მომზადებული დავითი რეალობაა. დაზიანება სხვაგან ეძებეთ!”

რამდენიმე დღის წინ მწერალთა სახლმა გაავრცელა განცხადება სადაც  წერია, რომ მწერალთა სახლის უფლებამონაცვლედ ქართული ლიტერატურის ფონდი გამოცხადდა. 

„მწერალთა სახლი გაუქმდა. მის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზების გამო, 25 ივნისს დაგეგმილი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია დროებით გადაიდო.

განახლებულ თარიღს შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში.“- აღნიშნულია განცხადებაში.