მიხეილ კალანდია პროკურატურის მთავარი მოწმეა. ის ორივე ინსტანციის სასამართლომ არაერთხელ შეცვლილი ჩვენების გამო არასანდო მოწმედ ცნო. ქალაქის მთავარ სამმართველოში მოთავსებულ, მიხეილ კალანდიას დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს. კალანდიას ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში დავით სარალიძის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და ხმაურიანი გამოძიებიდან თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ, მიხეილ კალანდია სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილების შედეგად აიყვანეს. იზოლატორში მოთავსებული კალანდია დღის ბოლოს ადვოკატმა მოინახულა. მისი თქმით, დაკავებული თავს დამანაშავედ არ თვლის.
“ზოგადად არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებაში ზეპირად რაც გაჟღერდა თავიდან ბოლომდე არაფერში,”-აცხადებს მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი