დავით ჭიჭინაძე ახალ პარტიას ქმნის

მმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატი პარტიას ქმნის. დავით ჭიჭინაძე, რომელიც ახლა „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის რიგებში ირიცხება ამბობს, რომ ივნისის ბოლოს საკუთარ პარტიას შექმნის.

ჭიჭინაძე მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ გუნდში მმართველი პარტიის ასევე ყოფილ წევრთან, ეკა ბესელიასთან ერთად არ იქნება. ჭიჭინაძის თქმით, მას ბოლო წლებში საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის “ქართული ოცნების” რიგებიდან წასული პოლიტიკოსები შეუერთდებიან.

მისი თქმით, მას და ბესელიას სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა აქვთ. ჭიჭინაძე „კურიერთან“ პარტიის შექმნის თარიღად 22 ივნისს ასახელებს.

„ვფიქრობ კარგი სტარტი გვექნება, ის რაც მოვსინჯეთ ჩვენ ძალები ჭიათურაში დამოუკიდებელი კანდიდატი წავაყენეთ და მხარს ვუჭერდით, ვფიქრობ პირველი მცდელობისთვის საკმაოდ კარგი შედეგი გვქონდა.ის ბაზა მომზადებულია , რადგანაც დავაფუძნოთ პოლიტიკური მოძრაობა.უფრო ის ადამიანები იქნებიან ვინც 2012 წელს მონაწილეობდა „ქართულ ოცნებაში“ და ვინც „ქართულმა ოცნებამ“ განდევნა,“-განაცხადა ჭიჭინაძემ.