ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი” 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოძრაობა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს იხდის.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები, რომლებთანაც საბოლოო შეთანხმება ბოლომდე არ იყო მიღწეული.
“ა.წ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან საღამოს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გარცელდა არასწორი ინფორმაცია და კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები რომელთანაც შეთანხმება ბოლომდე არ გვქონდა დასრულებული. სამწუხაროდ, დაბეჭდილი მასალა ტექნიკური პერსონალის მიერ ისე გავრცელდა, რომ იგი აღარ გადამოწმებულა.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ეს იყო არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საჯარო სივრცისთვის არ იყო განკუთვნილი. მაინც იგი არის ჩვენი შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით.”-ნათქვამია განცხადებაში.