პარლამენტის წევრი, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი აქტიურად არის ჩართული თბილისი პრაიდის წინააღმდეგ აქტივობებსა და აზრის დაფიქსირებაში, დეპუტატი ვასაძის უკანონოდ შექმნილ ლეგიონშიც ჩაეწერა, რომელიც პრაიდის ჩატარების წინააღმდეგ შეიქმნა.
კვიციანი ლგბტ თემის წინააღმდეგ ამჟამად საკუთარი ინიციატივით გამოდის და მათ წინააღმდეგ მორიგეობის დაწყებას აანონსებს, კვიციანი სთავაზობს მომხრეებს, ჟურნალისტების გადაადგილებაც გააკონტროლონ.
“დიდებულია და მოდით დაუდგეთ გვერდით ბატონ მინისტრს..,რომ არ მოატყუონ,ხვალ დილის 6 საათიდან დავიწყოთ მორიგეობა რუსთაველის მეტროსთან,რუსთაველზე ,კანცელარიასთან,ვისაც სად გვეეჭვება,რომ შეიძლება გაბედონ გამოსვლა! თან პარალელურად ჟურნალისტები ვაკონტროლოთ,საითაც წავლენ იქეთ წავიდენ ჯგუფები.ჩაატარებენ გეი აღლუმს,ე.ი.”დავესწროთ” და სურვილები დაუფრთხოთ!მე ხვალ დილით ადრე ვიქნები ერთერთ ობიექტზე! დიდება ღმერთს!!!”-წერს კვიციანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ამ ეტაპზე უცნობია, დაიწყო თუ არა დეპუტატმა დაანონსებული მორიგეობა რომელიმე ობიექტზე.