დაზარალებულთა ადვოკატი “ყაზტრანსგაზის” წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

 

დიდ დიღომში, მომხდარი აფეთქების ფაქტზე პასუხისმგებლობას “ყაზტრანსგაზს” აკისრებს დაზარალებულთა და კორპუსის მშენებელი კომპანიის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე. ადვოკატი “ყაზტრანსგაზის” ხელმძღვანელებს მიმართავს გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და სამსახურიდან გაათავისუფლოს ის ორი თანამშრომელი, რომლებმაც მოქალაქეთა გამოძახების საფუძველზე ადგილზე შეამოწმეს ვითარება და გამოიჩინეს გულგრილობა.

“ჩვენ ვამზადებთ სარჩელს და უახლოეს პერიოდში ამ სარჩელით სასამართლოს მივმართავთ. ჩვენ გვსურს რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს ყაზტრანსგაზმა”, განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ შეინიშნება ტენდენცია, რომ შესაძლოა, მომხდარის გამო სამშენებლო კომპანიაზე “გადატყდეს ჯოხი”

“საგამოძიებო ორგანო ცდილობს, მალე გამოიძიოს და ნათელი მოეფინოს იმას რა მოხდა, მაგრამ შეინიშნება ტენდენციები, რომ სამშენებლო კომპანიაზე მოხდეს პრობლემის გადატანა. თუ ასე მოხდა, ეს იქნება უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური გამოძიება და იმედი მაქვს რომ ეს ასე არ იქნება. კომპანიის ხელმძღვანელი გრიგოლ ჭანტურია ორჯერ იქნა დაბადებული საგამოძიებო ორგანოში და ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდა საინჟინრო სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებით რათა ხელი შეუწყობს გამოძიებას”, განაცხადა ადვოკატმა.

16 იანვარს დიდი დიღომში მდებარე მრავალბიანიან კორპუსში სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების გამო 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.