დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი არ შეუშვეს.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის განცხადებით, დედაქალაქის მერმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის მთავრობის სხდომაზე შესვლის უფლება მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატ ლილე ლიპარტელიანს მისცა.
“შიშის ფაქტორია ალბათ, მეტი რა უნდა ვთქვა, ორი ადამიანი მოვედით. ერთი ავიდეს ლილე ლიპარტელიანიო და ხაბეიშვილი არ ამოვიდესო. მაინტერესებს, რა განსხვავებაა ჩემსა და ლიპარტელიანის მანდატებს შორის,”-ამბობს ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მთაწმინდაზე, ნიკოლოზ ტვერელის სახელობის ეკლესიის საძირკველთან მიმდინარე მშენებლობის გაპროტესტებას აპირებდა.
დედაქალაქის მერი კახი კალაძე მთავრობის სხდომაზე მიმდინარე მშენებლობის საკითხს შეეხო და განაცხადა რომ მშენებლობა ყოველგვარი კანონის დაცვით მიმდინარეობს.
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა კახა კალაძემ დედაქალაქის ტაქსების რეფორმაზე საუბრით დაიწყო და ახალ რეგულაციებზე ისაუბრა.
“არის ლიცენზიის 2 მიმართულება A და B კატეგორიები, B კატეგორიის მძღოლს არ ექნება არც ტაქსის გადაღებვის ვალდებულება, მათ შეუძლიათ “ტაქსიფაის” და “უბერის” სისტემაში გაერთიანდნენ.”-განაცხადა კალაძემ.