დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი ეროვნული სტანდარტის ნორმებს სრულიად შეესაბამება-GWP

დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი ეროვნული სტანდარტის ნორმებს სრულიად შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემების თანახმად, თბილისის მოსახლეობისთვის 2019 წლის 17 ოქტომბერს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულიად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ამასთან, სასმელი წყლის ხარისხი, დღეს, დედაქალაქში მთლიანად აკმაყოფილებს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.