{{ARTICLEIMAGE}}
ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, 4 თებერვლიდან თბილისში გაზზე ფასი გაუძვირდებათ. “ყაზტრანსგაზის” განცხადებაში წერია, რომ ერთ კუბურ მეტრზე გაზის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 86 თეთრი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს, მოსახლეობისთვის გაზის საფასური კი დარჩება 46,139 თეთრი.
“იმისათვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით, კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” იძულებულია, მოახდინოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირება. კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გაზს მოიხმარენ არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 86 თეთრი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური დარჩება 46,139 თეთრი,” წერია განცხადებაში.