ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ძალადობის ფაქტს ეხება, რომელიც ბაგრატიონ გრუზინსკების მტკიცებით, ანას მიმართ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან განხორციელდა.
ანა ბაგრატიონი საგამოძიებო უწყებაში სამშაბათს არის დაბარებული. მის მიერ ძალადობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა, დავით ბაგრატიონი დააკავონ.
” დედოფალი” ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, რომელიც მისი მტკიცებით, 2014 წლის 9 მაისს მოხდა.
კურიერის ინფორმაციით,არსებობს დოკუმენტი, რომელიც ძალადობის ფაქტს ადასტურებს. საქმე ეხება სამხარაულის დასკვნას, რომელიც 2014 წლის 20 მაისით თარიღდება.
დოკუმენტში ასევე წერია ანა ბაგრატიონის მონათხრობი მომხდარ ფაქტზე, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. ურტყამდა მუშტებს, გაშლილ ხელს, ფეხებს თავში და სხეულზე.
ბაგრატიონ-გრუზინსკის ინფორმაციაზე დაყრდნობით,მას დავით ბაგრატიონმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი მომხდარს უარყოფს. ლევან ჩხაიძე ბაგრატიონ-გრუზინსკების ბრალდებებს უსაფუძვლოსა და შავი პიარის ნაწილს უწოდებს.