დედოფლისწყაროში უბედურ შემთხვევა მოხდა, 62 წლის მამაკაცი სატვირთო ავტომანქანის ქვეშ მოყვა და დაიღუპა.
თვითმხილველების ცნობით, მამაკაცი მანქანის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც სატვირთო მანქანა ამწედან ჩამოვარდა.
ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.