ცოტა ხნის წინ, თბილისში მაჩაბლის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სროლის ხმა ისმოდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაჭრილები ახლო ნათესავები არიან. საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობას ცდილობდა ოჯახის სხვა წევრმა ხელის შეშლა სცადა, რა დროსაც შემთხვევითი გასროლით დაიჭრა ქალი. რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის დეიდაა. იარაღის წართმევის დროს ორივე დაიჭრა, ქალბატონი ფეხშია მსუბუქადაა დაჭრილი.
ამ ეტაპისთვის შსს დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა დაგვიდასტურეს, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაცაა აღძრული.
შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, 115-ე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, 124-ე-რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, მაჩაბლის ქუჩაზე შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად დაშვებული ახალგაზრდა მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი ქალიც.