დეკანოზი გიორგი მამალაძე კვლავ ღუდუშაურის კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია რჩება, სადაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იშემიური შეტევით გუშინ მიიყვანეს.
დეკანოზს პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები, თუმცა, ექიმები ინსულტის კერას ჯერჯერობით ვერ პოულობენ.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, გამოკვლევები გრძელდება და დეკანოზი ინტენსიურ განყოფილებაში რჩება. ჯერჯერობით უცნობია როდის გადაიყვანენ მას პალატაში.
ექიმები ამბობენ, რომ პაციენტის ცნობიერება ნათელია, ის კონტაქტურია, ადეკვატურია და ამჟამად მასზე მონიტორინგი ხორციელდება.
„გამოკვლევა კიდევ მიმდინარეობს. მიზეზი ჰოსპიტალიზაციის გახდა ის, რომ მარჯვენა მხარე საერთოდ უმოქმედო აქვს. შესაბამისად, უკვე ეძებენ კერას, რისგან არის ეს გამოწვეული და რა შეიძლება, ეს ყველაფერი იყოს. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ რამდენი ხანი დარჩება კლინიკაში. ინტენსიურში არის, მე მასაც ვესაუბრე და არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ზუსტად 2 წლის უკან ამ რიცხვში, როდესაც კლინიკაში მოიყვანეს,“ – განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.