57 წლის დემი მური ქალიშვილებს შეურიგდა: 31 წლის რუმერი, 28 წლის სკაუტი და 25 წლის თალულა დედას სტუმრად ეწვივნენ.
ამ მოვლენის აღსანიშნავად მსახიობმა და მისმა ქალიშვილებმა ერთნაირი სახლის შავი ფერის ქაშმირის სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვეს. როგორც დემი მურის და ბრიუს უილისის უფროსმა ქალიშვილმა აღიარა, ოთხი ხელი ტანსაცმელი საკმაოდ ძვირი – 3000 დოლარი დაუჯდათ.
“მე ისინი ძალიან მიყვარს. მოვახერხე დამეთანხმებინა ერთნაირი ქაშმირის შარვლის და ჯემპრის ჩაცმაზე, რომ მთელი დღე მოცეკვავეთა ჯგუფივით გაგვეტარებინა“ – დაწერა რუმერმა ინსტაგრამზე.
დედამ და შვილებმა ერთად კარგი დრო გაატარეს და ამის ამსახველი ფოტოები ინსტაგრამზეც დადეს.
დემი მურმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ შვილებს არ ელაპარაკებოდა მას შემდეგ, რაც ეშტონ კატჩერს დაშორდა. როგოგც ირკვევა შვილებს ვარსკვლავი დედის საქციელი არ მოეწონათ.