“დემიშიზაცია”- ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს კვერცხები დაუშინეს და შენობაში შეჭრა სცადეს

“დემიშიზაცია”- ამ ლოზუნგით ქუთაისში, “ქართული ოცნების” წევრები და მხარდამჭერები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს.

მოგვიანებით, მათ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლეს და ოფისში შეჭრა სცადეს.

აქციის მონაწილეებმა  შენობას კვერცხები და საღებავები დაუშინეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.