ამერიკელმა „დემოკრატებმა“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, “დემოკრატიული პარტიის” წარმომადენელი, ნენსი პელოსიმი აცხადებს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC- ი წერს
„პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ისეთი ნაბიჯის გადადგმა სთხოვა, რაც მას სარგებელს აძლევდა პოლიტიკური თვალსაზრისით. პრეზიდენტმა კანონი დაარღვია და პასუხი უნდა აგოს,“ – განაცხადა ნენსი პელოსიმ.
დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნდა, სადაც მან „დემოკრატების“ ქმედებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა და განაცხადა, რომ მათი მიზანი გაეროში პრეზიდენტის ვიზიტის დაკნინებაა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბარის ჩანაწერს გაასაჯაროვებს.
იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას წინ უძღოდა „დემოკრატების“ ბრალდება იმის შესახებ, რომ სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს სამხედრო დახმარების შეწყვეტით დაემუქრა, თუკი ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის შვილთან დაკავშირებულ კორუფციულ ბრალდებებს არ გამოიძიებდა.
იმპიჩმენტისთვის აუცილებელია, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას თავდაპირველად მხარი დაუჭიროს წარმომადგენელთა პალატის ნახევარმა, შემდეგ კი – სენატის 2/3-მა. ამჟამად სენატში უმრავლესობა “რესპუბლიკელებს” აქვთ, რაც ტრამპის იმპიჩმენტის შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს.