“დემოკრატიული ტალღა წალეკავს ამ ხელისუფლებას და წლის ბოლომდე ისინი ვერ გასტანენ”-ეს შეფასება “ნაციონალურიმოძრაობის” დეპუტატმა ნიკა მელიამ, პარლამენტში სხდომათა დარბაზში შესვლის წინ გააკეთა.
მისი თქმით, თუ “ქართული ოცნება” კანონპროექტს ჩააგდებს, მოსახლეობის შესაბამის პასუხს მიიღებს.
“თუკი საკონსტიტუციო ცვლელებებს მხარი არ დაუჭირეს ვფიქრობ სალაპარაკო ნაკლები იქნება ეს უფრო სამოქმედო იქნება და ამისთვის ძალღონეს არავინ არ დაიშურებს და მართლაც დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული ტალღა წალეკავს ამ ხელისუფლებას და წლის ბოლომდე ისინი ვერ გასტანენ. ეს არიქნება მხოლოდ თვალში ნაცრის შეყრა ეს იქნება სულში ჩაფურთხება ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის რომელსაც დაპირდნენ და უთხრეს, რომ არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით და ეს ყველაფერი იმიტომ არ უთხრეს, რომ მათ ეს სურდათ ეს ყველაფერი აიძულა თვალდაკარგულმა ახალგაზრდებმა და იმედი მაქვს, რომ ამას ვერ გაბედავენ. ამის უდიდესი სურვილი აქვს და ეს ყველაფერი ჩანს, რომ კანონპროექტი ჩააგდონ მაგრამ, აქვე აცნობიერებენ, რომ მოყვება ამას ძალიან ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები, რომელიც დამთავრდება ამ ხელისუფლების მარცხით და თუკი მართლაც მშვიდობიანად შემოვა ხალხი ოდესმე საქართველოს პარლამენტში ამ ინიციატივის ჩაგდებით, მე ვიქნები ერთ-ერთი ბოლო, რომელიც ამ ხალხს მოყვება. პირდაპირ გეუბნებით, რომ თუკი ეს ჩავარდება ივანიშვილი ქვეყანას დატოვებს. ძალიან მიკვირს იმ დეპუტატების, რომლებიც ამბობენ, რომ თუკი ეს განხორციელდება ქვეყანაში არეულობა დაიწყება კითხვა მაქვს მათთან: თუკი ეს ყველაფერი არ განხორციელდება როგორ გონიათ ამით ქვეყანაში სტაბილურობა იქნება? სიმშვიდე იქნება? არ მჯერა რა თქმა უნდა.
როლები აქვთ გადანაწილებული და დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა არც იცონენ, რომ ხუნდაძესთან და სხვებთან კონტაქტი აქვს ცალკე ივანიშვილს, რომ უფრო ბუნებრივად წარიმართოს მათ შორის დებატები” – განაცხადა ნიკა მელიამ.