დემონსტრანტები ჰონგ-კონგის პარლამენტში შეიჭრნენ

ჰონგ-კონგში დემონსტრანტები პარლამენტში შეიჭრნენ.ინფორმაციას ამის შესახებ ბიბისი ავრცელებს.

ამ ფაქტს წინ უძღოდა რამდენიმესაათიანი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის.

საბოლოოდ, დემონსტრანტებმა დამცავი ბარიერი გაარღვიეს და საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ.

დემონსტრანტებმა შენობის ფასადი დააზიანეს და შეჭრის შემდეგ კი შენობის შიგნით კედლებზე წარწერებიც გააკეთეს.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევის დროს 13 პოლიციის ოფიცერი დაშავდა, დემონსტრანტების მიერ გაურკვევლი წარმოშობის სითხის შესხმის შედეგად.ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასობრივი პროტესტი იმ კანონპროექტს მოჰყვა, , რომელიც ჩინეთს ექსტრადიციის უფლებას მიანიჭებს. პროტესტი ჰონგ-კონგის დიდი ბრიტანეთის იურისდიქციიდან, 1997 წელს, ჩინეთისთვის გადაცემის დღეს დაემთხვა. ქალაქში 1 ივლისს, ყოველწლიურად პრო-დემოკრატიული გამოსვლები იმართება.

მასობრივი პროტესტის გამო,კერი ლამმა განაცხადა, რომ ის კანონპროექტს შეაჩერებდა, თუმცა მიუხედავად ამისა, საპრეტოტესტო ტალღა არ ჩამცხრალა.