დეპუტატების დავა – ვინ დაუსვამს მინისტრს შეკითხვას პირველი

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრმა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია წარადგინა, პროცედურასთან დაკავშირებით კამათი გაიმართა. დეპუტატები დიდი ხნის განმავლობაში არკვევდნენ, პირველი ვინ დაუსვამდა მინისტრს შეკითხვას, და ვის რამდენი წუთი ეკუთვნოდა. საბოლოო გადაწყვეტილებით, მინისტრისთვის შეკითხვების პირველად დასმის უფლება საპარლამენტო უმრავლესობას ერგო

{{VIDEO}}