“დღეს დილას დაგვხვდა. გვასწავლიან:),”- ამ შინაარსის სტატუსს, სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი აქვეყნებს და დეოუტატებისთვის დარიგებული ინსტრუქციების ფოტოებს აქვეყნებს.
ფოტოებზე, რომელიც რატიანმა გამოაქვეყნა, ჩანს თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ ხდება პარლამენტში კენჭისყრის დროს ხმის მიცემა. რატიანის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში მისულ დეპუტატებს დღეს ეს ფურცლები სხდომათა დარბაზში დახვდათ.
“დღეს დილას დაგვხვდა. გვასწავლიან:) ბარათი ჭრილში უნდა განთავსდეს…
პარალელურად უნარების გამოცდაც გააუქმეს,”-წერს რატიანი.
დეპუტატებისთვის ინსტრუქციების დარიგება გუშინ, სხდომათა დარბაზში ჩატარებულ კენჭისყრას მოჰყვა, რომლის შედეგადაც უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოაგროვა. “ქართულ ოცნებაში” ამის მიზეზად ტექნიკური შეცდომა დაასახელეს და ამტკიცებდნენ, რომ დეპუტატებს უბრალოდ ღილაკები აერიათ.