პარლამენტის წინ მთავრობის დამტკიცების პარალელურად აქცია “სირცხვილია“ დაიწყო. აქციების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ პოლიციაში პირდაპირ სცენიდან დარეკა და შეატყობინა, რომ პარლამენტის დეპუტატები დავით მათიკაშვილი და ნუკრი ქანთარია პარლამენტის შენობაში სიგარეტს ეწეოდნენ და სასწრაფოდ რეაგირება მოითხოვა.
“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი პარლამენტის შენობაში სიგარეტს აბოლებს.გვინდა რომ პოლიცია გამოვიძახოთ, იმიტომ რომ როგორც მახსოვს ადმინისტრაციულ შენობებში არ შეიძლება სიგარეტის მოწევა.მე, როგორც პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეს ვალდებულება მაქვს შეგატყობინოთ მსგავსი კანონდარღვევის შესახებ, იმედია იმოქმედებთ დროულად.“ – უთხრა ნოდარ რუხაძემ სატელეფონო ოპერატორს და როგორც აქციის მონაწილეებს განუცხადა, დროული რეაგირების პირობა მიიღო.