დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ 3 კანონპროექტი პარლამენტის ცარიელ დარბაზში წარადგინა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ დღეს პარლამენტის სხდომაზე არქიტექტურული სივრცის დაგეგმარების შესახებ კანონპროექტი ცარიელ დარბაზში წარადგინა. სხდომას მხოლოდ ორი დეპუტატი ესწრებოდა –  ოცნების ყოფილი წევრი, ბექა ნაცვლიშვილი და პატრიოტთა ალიანსის  წევრი გელა მიქაძე.