„დეტროიტ პისტონსმა“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში „დეტროიტ პისტონსმა“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. „დეტროიტ პისტონსმა“ საკუთარ დარბაზში ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ 111:97 დაამარცხა.
ზაზა ფაჩულია რომელიც „დეტროიტ პისტონსის“ ცენტრის პოზიციაზე თამაშობს, მატჩში მხოლოდ 9:16 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ხსენებულ დროში 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ზაზამ 1-დან 1 ორქულიანი, ხოლო 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ანდრე დრემონდიმ 19 ქულა დააგროვა და 23 ფარიდან მოხსნა.

რეჯი ჯექსნმა,რომელიც მატჩის შეხვედრაში გამოირჩეოდა, შეხვედრა 20 ქულით დაასრულა. 23 ქულა იყო ლენგსტონ გელოვეის ანგარიშზე, ხოლო ბლეიქ გრიფინმა „პისტონსს“ 15 ქულა და 9 პასი შეაშველა.
„ლეიკერსის“ რიგებში არ უთამაშია ლებრონ ჯეიმსს, ხოლო მის გარეშე „ანგელოზებს“ ჯავალ მაკგიმ ლიდერობდა 20 ქულითა და 13 მოხსნით.

„დეტროიტს“ 35 მოგება აქვს და 33 წაგება აქვს. შედეგებით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. „პისტონსი“ მომდევნო შეხვედრას 18 მარტს, შინ „ტორონტო რეპტორსთან“ ჩაატარებს.