მთის კურორტების განვითარების კომპანია განცხადებას აკეთებს. მათი განმარტებით, მედიასაშუალებებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს გუდაურსა და ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ჩართვამ წყლის შეწყვეტა გამოიწვია.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში წყალმომარაგების სისტემიდან არ მოხდარა წყლის გამოყენება, სწორედ იმ მიზეზით რომ მთის კურორტებზე უნალექობის გამო წყლის ნაკლებობა შეინიშნებოდა.
გათოვლიანების სისტემისთვის სეზონის გახსნამდე შეგროვდა 10 000 კუბი წყალი. სწორედ ეს მცირე მარაგი იქნა გამოყენებული ხელოვნური გათოვლიანების მეორე ფაზის ტესტირებისთვის. ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, როგორც აღვნიშნეთ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, მას სრული დატვირთვით არ უმუშავია არც სათხილამურო გზის სრული საფარი გაუთოვლიანებია, ამას ემატება ისიც რომ კურორტზე დღის განმავლობაში სათანადო ყინვა არ იყო, შესაბამისად სრული დატვირთვით სისტემა ვერ იმუშავებდა.
მთის კურორტების განვითარების კომპანია ემიჯნება სპეკულაციებსა და ცრუ ინფორმაციებს”- აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.