{{ARTICLEIMAGE}}
ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ. ძველი დოკუმენტის ახლით შეცვლის შესაძლებლობა მოქალაქეებს პირველი თებერვლიდან პირველი მარტის ჩათვლით შეეძლებათ. აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ, იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, ან საზოგადოებრივ ცენტრებს მიმართონ. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − “ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა”, და არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს გამორიცხავს.