დღეიდან მთელ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა, მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვლი, ნისლი და ქარბუქი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 24 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში) შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება. ხულოსა და კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.

ხულოს მერიის ცნობით, მძიმე ტექნიკა სააავტომობილო გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში არსებულ 17 სკოლაში სასწავლო პროცესიც შეწყდა. რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო ზღვაზე მოსალოდნელია შტორმიც.