დღეს, 3 ივნისის 08:00 საათიდან რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
შსს-ს ცნობით, ამ პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით. გვირაბში მოძრაობა 7 ივნისს, 08:00-ზე აღდგება.