დღეიდან საქართველომ სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აკრძალა

დღეიდან 18 მარტის, 00:00 საათიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში  შემოსვლა აიკრძალა. გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც  სამშობლოში დაბრუნების სურვილი ექნებათ,  შესაძლებლობა მიეცემათ, გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები.