{{ARTICLEIMAGE}}საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა. გრიპის ვირუსის გამო არდადეგები მთელ საქართველოში ერთი კვირით გახანგრძლივდა და სწავლა 15 იანვრის ნაცვლად 21 იანვარს დაიწყო.
იმის გამო, რომ ვირუსის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს სწავლის დაწყებამდე სასწავლო დაწესებულებების შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციაა სწავლის პროცესის დაწყების შემდეგაც სკოლებმა და უმაღლესმა სასწავლებლებმა სისტემატურად მიიღონ სანიტარული და სხვა ტიპის პრევენციული ზომები დაავადების თავიდან ასაცილებლად.














