დღემდე არნახული ძალის აფეთქება კოსმოსში. ასეთი აფეთქება დიდი აფეთქების შემდეგ არ ყოფილა

მეცნიერებმა კოსმოსში კოლოსალური ძალის და მაშტაბის აფეთქების მტკიცებულებები აღმოაჩინეს. ასეთი ძლიერი აფეთქება დიდი აფეთქების დროიდან არ ყოფილა. ის ხუთჯერ უფრო ძლიერია ყველა აფეთქებაზე, რომლის შესახებაც დღემდე მეცნიერებს ინფორმაცია აქვთ.

როგორც ჩანს, ენერგიის მძლავრი გამოფრქვევის წყარო დედამიწიდან 390 მილიონი სინათლის წლით დაშორებული ზემასიური შავი ხვრელი გახდა.
აფეთქებამ მკვეთრად გაამეჩხერა ოფიუქსის თანავარსკვლავედში ვარსკვლავების წრიული თავმოყრა.

“ვცდილობდი ეს აფეთქება ადამიანური ცნობიერების ჩარჩოებში ჩამესვა, მაგრამ ეს ძალიან რთულია. საუკეთესო შედარება, რაც შემიძლია მოვიყვანო არის 20 მილიარდი მეგატონა ასაფეთქებელი ნივთიერების 20 მილიარდი აფეთქება წამის ყოველ მეათასეთში და ასე გაგრძელებული 240 მილიონი წლის განმავლობაში, განუწყვეტლად“– განუცხადა ბიბისის აღმოჩენის ერთ–ერთმა ავტორმა, მელანი ჯონსტონ ჰოლიტმა.

მეცნიერები ყოველთვის ეჭვობდნენ, რომ ოფიუქსის თანავარსკვლავედში, რომელიც ათასობით გალაქტიკას პლაზმასთან და შავ ნივთიერებასან ერთად აერთიანებს, უცნაური ამბები ხდება.
ამერიკულმა და ევროპულმა რენდგენულმა ტელესკოპებმა კი ამ თანავარსკვლავედს უცნაური მოღუნული კიდე აღმოუჩინეს.
სწორედ მაშინ გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს არის ერთ–ერთი ხვრელის კედელი, რომელიც პლაზმაში თანავარსკვლავედის ერთ–ერთ საკვანძო გალაქტიკაში არსებული შავი ხვრელიდან გამოტყორცნილი ენერგიისგან წარმოიქმნა.

შავი ხვრელები იმით არის ცნობილი, რომ ნებისმიერ მატერიას შთანთქავენ, იქნება ეს აირი თუ ვარსკვლავი, რომელიც მას მიუახლოვდება. თუმცა შავ ხვრელებს ასევე აქვთ უნარი უზარმაზარი მოცულობის ნივთიერებები და ენერგია გამოტყორცნონ რადიოტალღების სახით, რომლებსაც გამანადგურებელი ძალა აქვს.
თუმცა, თავიდან მეცნიერებს ეჭვი ეპარებოდათ, რომ ამ აფეთქების წყარო შავი ხვრელი იყო, რადგან, პლაზმაში წარმოქმნილი ხვრელი მეტისმეტად დიდი იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შავი ხვრელიდან გამოტყორცნილი ენერგია უზარმაზარი ძალის უნდა ყოფილიყო.

თუმცა, დაბალსიხშირული დაკვირვებების ახალმა მონაცემებმა, რომლებიც ავსტრალიის მერჩისონის ობსერვატორიის და ინდოეთის გიგანტური ტელესოპის შედეგად მიიღეს, ეს თეორია დადასტურდა.

“გარკვეულწილად ეს აფეთქება შეიძლება შევადაროთ ვულკან სენტ–ჰელენსის ამოფრქვევას 1980 წელს, როცა მან მთის მთელი წვერი გაანადგურა. უფრო ნათლად რომ წარმოიდგინოთ, ხვრელის დიამეტრი მილიონნახევარი სინათლის წლის მანძილის ტოლია.“– ამბობს კვლევის ერთ–ერთი ავტორი სიმონა ჯიაჩინტუჩი აშშ–ს სამხედრ–საზღვაო კვლევითი ლაბორატორიიდან.