ეკა ბესელიას პარტია “სამართლიანობისთვის” დღეს ოფიციალურად დაფუძნდება.
სწორედ დღეს უნდა გახდეს ცნობილი პარტიის სამომავლო გეგმებსა და გუნდზე, რომელთან ერთადაც “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი იბრძოლებს.
ბესელია ამბობს, რომ პარტიის მთავარი მიზანი სამართლიანობისთვის ბრძოლა იქნება.
“ჩვენი ახალი პარტია არის პასუხი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იბრძოდა, იბრძვის და მომავალშიც არ დაიღლება სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ეს არის პასუხი, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაწყვიტა ჩვენი შეჩერება ამ ბრძოლაში. ამ ახალი პოლიტიკური ძალით გვინდა, კონსოლიდირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა სამართლიანობისთვის ბრძოლაში და ქვეყნის უკეთესი მომავალი სურს,“ – აცხადებს ეკა ბესელია.