დღეს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა შედგება. შეხვედრა 14:00 საათზეა დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაგეგმილი შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იქნება და მასზე სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება. ქართული მხარის ინფორმაციით, ბლოკპოსტის დაშლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.