ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლოს გამოვლენილი ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ერთი ამერიკის კლასტერს მიეკუთვნება, ხოლო დანარჩენი სამი მარნეულს. მისი ინფორმაციით კორონავირუსით დაინფიცირებულ ერთ–ერთ პაციენტს ჰქონდა შეხვედრა კოლეგებთან, თუმცა ამ დროს ჯანმრთელი იყო.
„დღეს დილიდან კვლევა ჩაუტარდა 12 პაციენტს. როგორც გითხარით, აქედან 1 დადასტურდა, ხოლო 11 პასუხი იყო ნეგატიური. ახლა აღებულია დაახლოებით ამდენივე ტესტირება და დილას მოგახსენებთ პასუხებს,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.
ერთ-ერთ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან შეხვედრა, თუმცა ამ შეხვედრის დროს, როგორც ვიცი, ჯანმრთელი იყო. როდესაც სამსახურში სიარული შეწყვიტა, რამდენიმე დღის მერე გამოუვლინდა კლინიკური ნიშნები. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ მასთან არსებული კონტაქტები არ ჩაითვლებიან, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტები. ამ პირთან არსებული კონტაქტების მოკვლევა გაგრძელდება,“ – ამბობს ეზუგბაია.
გარდა ამისა დღეს დადასტურებულ ინფიცირებულთა შორის არის რამდენიმე ადამიანი, რომელთა პირველადი ტესტირების შედეგი ნეგატიური ან სუსტი დადებითი იყო.