მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს საღამოს გააკეთებს განცხადებას ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამია მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც პროკურატურისგან მიიღო მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისი მეუღლის და შვილების თვალთვალის ამსახველი მტკიცებულება:
“მეგობრებო,
დღეს, ძალიან საინტერესო პოსტ ფაქტუმის შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”.
ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და აპრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები.
წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის.
შევხვდებით საღამოს, პოსტ ფაქტუმის შემდეგ.“- წერს ნიკა გვარამია