დღეს პროკურატურაში შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი გამოიკითხება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი გენერალურ პროკურატურაში დღეს გამოიკითხება.

ანგი ხუციშვილი გამოკითხვაზე 12:00 საათზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის იყვნენ 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, შეწყალების პროცესში კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი, რომელშიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნიაა ჩართული.  თუმცა თავად გაბუნიამ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ შეწყალების სიას  ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი კურირებდა.