“დღეს ქართული ეკონომიკა ისეთ ჩიხში შედის გამოსავალი უახლოესი 2-3 წელი არ იქნება”- დავით ჭიჭინაძე

სახალხო მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებლის, დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის თქმით, დღეს ქართული ეკონომიკა ისეთ ჩიხში შედის, საიდანაც გამოსავალი უახლოესი 2-3 წელი არ იქნება. დავით ჭიჭინაძე არც იმას გამორიცხავს, რომ ინვესტორებმა ქვეყანა დატოვონ.

„ როდესაც ეკონომიკაში ფულს არ ამუშავებ, გადასახადები არ შემოგდის და შესაბამისად ფულს ვერ ანაწილებ, ეს ლარის კურსზეც აისახება და თითოეული ჩვენთაგანის მდგომარეობაზეც. დღეს სახელმწიფო შესყიდვებს ვერ ახორციელებს.რადგანაც, ნებისმიერ ტენდერში, უცხოური ვალუტის მდგენელი არის ძალიან დიდი და ჩადებულია 7-8 პროცენტიანი მოგების ზღვარი.

ასეთი რყევების პირობებში კი ტენდერის ჩატარების შესაძლებლობა ნაკლებია.

შესყიდვები არ ხდება – ე.ი.ფული არ იხარჯება;
ფული არ იხარჯება – ე.ი. ეკონომიკა არ იზრდება.

ეს ყველაფერი კი, ჩვენს მთავრობას არც აინტერესებს.გამოდიან და თავის ბუღალტერიას ხატავენ:ანუ, მაშინ, როდესაც ცხოვრების დონე გაუმჯობესდა კი არა, სულ უკან და უკან მიდის, მთავრობა 5 და 6 პროცენტიან ზრდებს გვაჩვენებს.

მოკლედ, ბუღალტრულად ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ეკონომიკა რეალურად ნამდვილად ვერ გაიზრდება.და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც შენი ლარი სუსტება, რომელი ინვესტორი გაჩერდება ქვეყანაში ?!ინვესტორი გაიქცევა აბა რას იზამს?ისეკი, ზოგადად, ქვეყნის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე დიდიმამოძრავებელი ძალა და ინვესტიციების მომზიდავი სამშენებლო სექტორი იყო. რომელიც დღეს პრაქტიკულად გაჩერებულია და 2-3 კომპანიის ხელშია გადასული.

თბილისის მერია კი, პოპულისტური განცხადებებითაა დაკავებული და მშენებლობების ნებართვებს შერჩევით იძლევა.
საქმე კი ის არის, რომ ათასობით ადამიანს, რომელთაც ნაკვეთები ჰქონდათ შესყიდული, მათსტატუსები შეუცვალეს და ამითრეალურად ეს ხალხი დააზარალეს. ანუ, გენ-გეგმაკი არაა პრობლემა, არამედ არაპატიოსანი მოხელეების სიმრავლე, რომელიც ცდილობს ეს ყველაფერი სათავისოდ მოიწყოს დამიითვისოს, მერია კი, ამისსაშუალებას იძლევა.

მოკლედ, დღეს ქართული ეკონომიკა ისეთ ჩიხში შედის, საიდანაც გამოსავალი უახლოესი 2-3 წელი არ იქნება.“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.