ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებს საკითხებს განიხილავენ.
მოლაპარაკებები სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერსა და რუსეთს პრეზიდენტს შორის სოჭში, სამუშაო ვიზიტის ფორმატში შედგება.