დღეს, თბილისის საბაგირო მგზავრებს რამდენიმე საათით ვერ მოემსახურება. განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 14 აგვისტოს თელასის გეგმიური სამუშაოების გამო რიყე-ნარიყალას საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება, რის გამოც საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება მგზავრებს. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის“,-ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.