დღეს წითელი პარასკევია.დიდი პარასკევი ქრისტიანული სამყაროსთვის ყველაზე მძიმე დღეა.
ტაძრებში გარდამოხსნის რიტუალი შესრულდება.
14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე შეასრულებს.
ამ დღეს იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებენ.საეკლესიო მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
მორწმუნეები წითელ პარასკევს კვერცხებს წითლად ღებავენ და აცხობენ პასკებს, რადგან სახარების თანახმად, ქრისტეს ჯვარცმა სწორედ იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.
კვირას, 28 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.