ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მიმოწერას ავრცელებს, სადაც “სირცხვილიას” ორგანიზატორების შოთა დიღმელაშვილისა და მარიამ გეგუჩაძის სახელით ყალბი მიმოწერა ვრცელდება.
“უკეთესს ფეიქს აკეთებს ჩემი მეგობარი და რომ დაგჭირდებათ ასეთი სირობების გაკეთება მომწერეთ, დაგეხმარებით პ.ს. უნდა ჩაგემატებინათ, ნანუკას ყოფილი ქმარი რო იყო ირაკლი კოდუა, იმანაც დამირეკა და მითხრა დაძაბეთო. უფრო ეფექტური იქნებოდაMariam რადგან ასე გებრძვიან ესეიგი სწორად მიდიხარ და ეგრე გააგრძელე.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეუსბუქ გვერდზე.
ყალბ მიმოწერას მარიამ გეგუჩაძეც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა რომ მიმოწერის დროს ის უკვე დიღმელაშვილთან ერთად პარლამენის შენობასთან იმყოფებოდა. გეგუჩაძემ რამდენიმე შეცდომაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ფეიქი მიმოწერის ფაბრიკაციის დროს დაუშვეს.
“სამი უდიდესი შეცდომა გაგეპარათ:)
1. ამ დროს მე და შოთა ერთად ვიყავით. ფოტო მტკიცებულებად:)
2. ყოველთვის ქართული შრიფტით ვწერ.
3. ნანუკა გამორიცხეთ. ძალიან ბრაზდება სახელით რომ მივმართავ
4.ანდროიდი არ მაქვს.”- წერს მარიამ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში.